logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
10:41 26.10.2017
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო დანიური მხრიდან - დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იენს კისლინგი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების დასაწყისში, ქართულ დელეგაციას უმასპინძლა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა ულრიკ ვესტეგაარდ კნუდსენმა. შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და სამომავლო პერსპექტივებს.

პოლიტიკურმა კონსულტაციებმა თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი მოიცვა. განხილულ იქნა საქართველო-დანიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. ამიტომ მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში მზარდი დინამიზმით გამოირჩევა ქართულ-დანიური თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვის, განვითარებისა და სხვა სფეროებში, რასაც მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი. ამავე დროს, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მათ მიუთითეს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე.

კონსულტაციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს ამ კუთხით გაწეული აქტიური მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ორმხრივ კონსულტაციებზე, ყურადღება დაეთმო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-დანიას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან და უვიზო რეჟიმიდან მიღებულ სარგებელზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით. ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა მოახლოებულ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე და საქართველოს პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიმართა დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების , დანიის სამეფოში ევროკომისიის წარმომადგენლობის და ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა