თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული შემადგენლობა პირველ სხდომაზე გიორგი
ტყემალაძის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის საკითხს უყრის კენჭს.
როგორც თავად კანდიდატი განმარტავს, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც პირველივე სხდომებზე იქნება მსჯელობა, 2018 წლის ბიუჯეტია.
„ვადასტურებ, რომ ასეთი შემოთავაზება ნამდვილად არის და მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ამ დიდი ნდობისათვის. შესაბამისად, პირველ სხდომაზე კანონმდებლობის მიხედვით, საკადრო საკითხების გადაწყვეტა და უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული საკითხი დადება. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, პირველ რიგში ალბათ, 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მოგვიწევს მუშაობა“-განახადა ტყემალაძემ.

















