logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდა
კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდა
13:10 25.10.2017
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომ უკვე მომზადებულები ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ. ზოგადად, გეტყვით, რომ ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები იქნეს განხორციელებული ჩვენი ქალაქისთვის. ასევე, ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, რადგან, როგორც გითხარით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა შევიდეთ მერიაში და საკრებულოში, უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობას მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობისკენ და მათი პრობლემების დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან. მინდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დეტალურად გამოვიტანოთ ეს პრობლემები, რომელიც თქვენს რაიონებში, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე ან კონკრეტულ ოჯახებს აწუხებს, რომ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მუშაობა დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ და განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული პრობლემების მოსაგვარებლად“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ის წელსვე დაიწყებს შვიდი პოლიტიკის განხორციელებას.
„იცით, რომ ჩვენი პროგრამა შედგებოდა შვიდი პოლიტიკისგან. გვინდა თითოეულიდან გამოვყო თითო პროექტი, რომლის განხორციელებას წელსვე დავიწყებ“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა აღნიშნა, ამას გუნდურად მუშაობით და საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა