„ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური „ქართული
ოცნების“ წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს პასუხობს.
როგორც მეჭიაური აცხადებს, ქუცნაშვილი პარლამენტში მან მიიყვანა და ნათქვამი, რომ ეს პირიქით იყო, აბსურდია. მისივე განმარტებით, 1995 წელს ქაღალდების დამტარებლად ამუშავებდა.
“ოროთახიანი ხრუშოვკიდან წამოვიყვანე, მაგან კი არა მე მივიყვანე პარლამენტში სპეციალისტად 1995 წელს. ქაღალდების დამტარებლად მყადა საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. ფრაქციაში იურისტის ადგილი გავუკეთე და 1 წელში გამყიდა, როცა ვახტანგ რჩეულიშვილს დავუპირისპირდი. მეორედ რომ ვიყავი დეპუტატი, ჩემი მოწინააღმდეგე შტაბის უფროსად მომევლინა იმის სანაცვლოდ რომ სიაში ჩაწერეს. ესაა მაგის სახე. სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ?! მე ქეიფიც ვიცი და მთვრალი კაციშვილს არ ვუნახივარ. მაგან იმდენ კაცს დააბრალა რაღაცები, რომ თიანეთში ღამეც აღარ შეუშვებენ. „ფუილა“ დაარქვეს, ღამით მოდის თიანეთში და დილით მიდის.
პირველი დეკლარაცია, რომ შეავსო რაც კი ჩაწერა ცოლის მზითვები იყო, მაგის მეტი არაფერი ჰქონდა. ახლა გადახედეთ, აღარ ეტევა-ტომებია უკვე. დედამისი-ჩემი მამიდაშვილიც გაუბიზნესმენებია. აი, ეს არის კაცუნა და დადის და სხვებზე ლაპარაკობს. ერთხელ დავიჭერ და ავანგრევ ცხვირ-პირს“-განაცხადა მეჭიაურმა.
ქუცნიაშვილის განმარტებით, უმუშევარი თამაზ მეჭიაური 2012 წელს სახლიდან მან გამოიყვანა, რადგან მისთვის შანსის მიცემა უნდოდა.

















