უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, კობა ნაყოფიას
სამი წლის ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
როგორც თავად ნაყოფია განმარტავს, მისთვის გადაცემულ დოკუმენტებში მიზეზზე საუბარი არ არის.
მისმა ადვოკატებმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს.
„დოკუმენტი არც ვადებს და არაფერს არ ითვალისწინებს. აქ უბრალოდ წერია, რომ აკრძალვა მაქვს ტერიტორიაზე შესვლის. არცერთ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არა არის მითითებული, რა გახდა ამის მიზეზი. იქნება სასამართლო დავა და მოუწევთ ამ არგუმენტების მოტანა. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს, უფრო ქმედითი ზომები მიიღონ“-განაცხადა ნაყოფიამ.

















