logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი: ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ დავივიწყებთ საქართველოს
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი: ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ დავივიწყებთ საქართველოს
09:39 24.10.2017
ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიხსნა. სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომისთვისაც კარგ პლატფორმას წარმოადგენს უორდროპის დიალოგი, დანკანის განცხადებით ბრიტანეთი დაინტერესებულია შემდგომშიც განავითაროს პარტნიორობა საქართველოსთან
„მართალია ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ დავივიწყებთ საქართველოს“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, რომელიც მან სტრატეგიული დიალოგის სესიის გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდგომ გააკეთა, საქართველო ბრიტანეთის გვერდით დგას ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების პროცესში, დინამიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები, განსაკურებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, რადგან გაერთიანებული სამეფო საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციებით წამყვან პოზიციებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველო დაინტერესებულია შექმნას შესაბამისი მექანიზმები ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განსავითარებლად ბრექსიტის შემდგომ

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოზე, რაც საშუალებას მოგვცემს ბრექსიტის შემდგომ აქტიურად განვავითაროთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები“ - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რისი ნათელი დასტურიც არის საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში 2018-2019 წწ-ის თანამშრომლობის გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერება თავდაცვის მინისტრის ლონდონში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში.

უორდროპის დიალოგი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელმაც გასულ წელს სტრატეგიული ფორმატი შეიძინა. მხარეები განიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა