logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო
18:14 23.10.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებული ქუჩები, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება.

დასუფთავების პირველი აქცია დღეს, საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.

გლდანის მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ოთარ გრიგოლიამ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვასუფთავებთ ქალაქს პლაკატებისგან, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვიყენეთ. ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მსგავსი ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენი ქალაქი დავასუფთავოთ“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

აქციაში ასევე, მონაწილეობა მიიღო ვაკის გამარჯვებულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ.

„ვასუფთავებთ იმ ლოკაციებს, სადაც ჩვენი სააგიტაციო მასალა იყო გაკრული. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე“, - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დასუფთავების აქცია თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა