logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი: საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი: საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა
17:39 23.10.2017
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის ბორის ჯონსონის განცხადებით, იმის მიუხედავათ, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ტოვებს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება მისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად განიხილება.




ამის შესახებ ჯონსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ლონდონში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

„როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად“ - განაცხადა ჯონსონმა.


ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი დაინტერესებულია განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და ის უახლოეს მომავალშისაქართველოს ეწვევა.
მისი თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის.

"საქართველოსა დაგაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპისკონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით შეხვედრის დროს. განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში გაიზარდაქართული ღვინის იმპორტი და ასევე გიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ გავააქტიუროთ თანამშრომლობა და მე მაქვს დიდისურვილი ვეწვიო საქართველოს უახლოეს მომავალში"- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრექსიტის შემდგომ ორმხრივ სამართლებრივ ფორმატში განავითაროს შეთანხმებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

„ჩვენ ამაყი ვართ ვიდგეთ ბრიტანეთის გვერდით ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხში, ჩვენ ვავითარებთ, არა მხოლოდ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ ჩვენს პარტნიორობას მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ ველით ბრექსიტის შემდგომ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნას მათ შორისთავისუფალი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სავაჭრო-ურთიერთობებს. ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომების მიმართ. ველით თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას, მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ საქართველოში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ლონდონში 2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. ლონდონში მიმდინარეობს საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმამიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა