საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეჩხუმში სასტუმროსა და უმაღლესი
სკოლის დაარსების სურვილს გამოთქვამს, რათა მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილების სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მომლოცველები.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის გახსნაზე ბრძანა.
„რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ მაქსიმე აღმსარებელის ღვაწლის აღსანიშნავად?! იქნება გვეფიქრა უმაღლესი სკოლის დაარსებაზე ლეჩხუმში. იქნება გვეფიქრა სასტუმროს აშენებაზე და კიდევ სხვა რამეზე, რომელიც მოიზიდავს მომლოცველებს და მეცნიერებს ამ წმინდა ადგილზე“-ბრძანა პატრიარქმა.

















