logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შევუდგები
კახა კალაძე: მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შევუდგები
15:51 23.10.2017
თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.
ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცერდურების დასრულების შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიციის დროს ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით, გარდამავალ პერიოდში მოვემზადებით და ყოვედღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა“ - განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ პოზიციას დაიკავებენ მერიაში, როგორც კალაძემ აღნიშნა, მათ შესახებ დეტალურად უახლოეს პერიოდში ისაუბრებს.
კალაძის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური, პროფესიონალი და გამოცდილების მქონე ადამიანები და პროცესები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ღია და გამჭვირვალე იქნება.
„მერიაში იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები; უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც ძალიან ბევრი კომპენტენტური ადამიანი მუშაობს ამ სტრუქტურაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ქალაქის საკეთილდღეოდ ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და გამოხატული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა