თბილისის ახალი მერის კახა კალაძის გუნდის წევრთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია
ვრცელდება.
არსებული ვარაუდით, ირაკლი ხმალაძე, რომელიც ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კახა კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.
მერიაში გადავა ასევე, მაია ბითაძე, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ასევე, ახლადდანიშნული მერის გუნდელებად ლაშა კვანტალიანი და თემურ ბოლოთაშვილი მოიაზრებიან. ისინი კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნული პირები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

















