ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ფოთში „ქართული ოცნების“
მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია 55.19%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ვახტანგ დარცმელიძეა და მას 15%-იანი მხარდაჭერა აქვს.
რაც შეეხება მესამე ადგილს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მაკა ჯინჯოლია იკავებს, რომელსაც მხარს ამ ეტაპზე ამომრჩეველთა 10.74% უჭერს მხარს.
დარჩენილი ხმები კი ასე ნაწილდება:
მაია ჩხარტიშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ 10.7%;
ოთარ ხარჩილავა - „დემოკრატიული მოძრაობა“ 7.36%;
ინგა ჭანტურია - „ახალი საქართველო“ 0.58%.
ფოთში 32 უბნიდან ჯერ-ჯერობით სულ 6-ია დათვლილი.

















