ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების მიხედვით
რუსთავში 53.53%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს.
მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ მაისურაძეა 20.22%-ით.
მესამე ადგილს კი ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი იკავებს და მას 13.24% აქვს.
წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა დარჩენილი ხმები ასე გადანაწილდა:
გელა ნაკაშიძე - „პატრიოტთა ალიანსი“ 5.69%;
ქეთო დევსურაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“ 3.1%;
ჯაბა დუგლაძე - „დემოკრატიული მოძრაობა“ 1.65%.
სულ ამ ეტაპისთვის 87 უბნიდან 17-ია დათვლილი.

















