ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით თბილისში პროპორციულ არჩევნებში
ამომრჩეველთა უმრავლესობის - 53.66%-ის მხარდაჭერა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
მეორე ადგილს 17.17%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს.
რაც შეეხება ხმათა დარჩენილ ოდენობას ის ამ ეტაზე ასე გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ 8.92%;
„პატრიოტთა ალიანსი“ 5.52%;
„ლეიბორისტული პარტია“ 3.72%;
„ახალი საქართველო“ 3.53%;
„დემოკრატიული მოძრაობა“ 3.28%.

















