ცენტრალური საარჩევო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით თბილისის მერის
არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდარი, კახა კალაძე 51.4%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იკავებს 16.68%-ით.
მესამე ადგილზე არის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და მას 16.6% აქვს.
მეოთხე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარიაა. მას ამ ეტაპზე დათვლილ ხმათა 7.39% ეკუთვნის.
წინასწარი მონაცემებით ხმათა დარჩენილი რაოდენობა ასე გადანაწილდა:
ირმა ინაშვილი 3,27%;
კახა კუკავა 1,26%;
გიორგი გუგავა 0,98 %;
გიორგი ვაშაძე 1,85%.
სულ ამ ეტაპზე 737 უბნიდან 165-ია დათვლილი, რაც 22.39%-ია.

















