logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება
18:00 21.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.
მისივე თქმით, თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადაა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა.
„დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. გარდა ამისა, ქალაქ თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადაა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა.
მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე, ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედიის წინაშე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვით ფიქსირდება, რომ აკრედიტაციის დამადასტურებელი ბეჯი გადაცემული ჰქონდა უცხო პირს, რომლის პირადობის ნომერი და სხვა პერსონალური მონაცემები არ ემთხვეოდა ბეჯზე დაფიქსირებული პიროვნების ვინაობას.
მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ყველას ვთხოვთ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ. ჩვენ მსგავსს არც კი ვცდილობთ და მივცემთ ჩვენს ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრეა, თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს და არამარტო ჩვენს ამომრჩევლებს, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ თავისი პოზიცია და არჩევანი, რათა თბილისი იყოს სიცოცხლის სავსე ქალაქი და საქართველოს ჰქონდეს ძლიერი რეგიონული თვითმმართველობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა