logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს
15:04 21.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს.
ამის შესახებ თალაკვაძემ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, პარტიამ არა ერთი საარჩევნო უბნიდან მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპონენტები, საჩივართა რაოდენობით, ამომრჩეველთა განწყობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.
„მიუხედავად ამისა, მსგავსი ფაქტები არჩევნებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, არჩევნები დილიდან თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინასწარი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი მხარადაჭერა აქვს და ის, რომ გაყალბება არც ერთ უბანზე არ იქნას დაშვებული, პირველი რიგში ჩვენს იტერესებში შედის“, - აღნიშნა მან.
თალაკვაძემ მხარდამჭერებსა და ამომრჩეველებს მოუწოდა, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
რაც შეეხება განცხადებებს ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, თალაკვაძის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა, სიები არის ღია და აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ აქტივისტს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. „ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, რაც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“, - განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა