საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე ის შვილთან ერთად მივიდა.
ლევან იზორიას განცხადებით, მან ხმა თბილისის უკეთეს მომავალს მისცა, რის შემდეგაც ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო თანამედროვე და მიმზიდველი ცენტრი გახდება რეგიონში.

















