ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კორნელია იონკერის განცხადებით, მისიის
შეფასებას საზოგადოებას ხვალ, 22 ოქტომბერს წარუდგენენ.
მისიის ხელმძღვანელი ხმის მიცემის პროცესს უშუალოდ უბნებზე აკვირდება.
“ჩვენ 13 სექტემბრიდან ვიმყოფებით საქართველოში და ვაკვირდებით არჩევნებისთვის მზადების პროცესს. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს გამოვედი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს 180-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. მისიის შეფასებას საზოგადოებას ხვალ გავაცნობთ“-განაცხადა კორნელია იონკერიმ.

















