ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელძემ თავისი არჩევანი უკვე
დააფიქსირა.აღმაშენებლის ხეივანში, მე-17 საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მიხეილ ჯანელიძე მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა.
"დღეს ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას ღია, თავისუფალ და მშვიდ გარემოში. თითოეული მოქალაქის ხმა და თავისუფლად გამოხატული ნება აძლიერებს ჩვენს დემოკრატიას. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით უმაღლესი საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრება. ეს არის გზა ჩვენი სტაბილური განვითარების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისკენ"- განაცხადა მინისტრმა.

















