ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით თვითმმართველობის
არჩევნებზე საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად ამომრჩეველთა 16.5% (567699) გამოცხადდა.
რეგიონების მიხედვით აქტივობით კვლავ რაჭა-ლეჩხუმი ლიდერობს, ამჯერად 27.9%-ით (9733). ყველაზე ნაკლები აქტიურობა კი ჯერ-ჯერობით ისევ შიდა ქართლში ფიქსირდება. აქ ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 13.9% (32842) გამოცხადდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ არჩევნებზე ამ დროისთვის 14.8% იმყოფებოდა, რაც 59424 ამომრჩეველია.
სულ დღევანდელ, თვითმმართველობის არჩევნებზე 3440123 მოქალაქეა რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმები დაითვლება.

















