ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ცვლილებას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხრიკად აფასებს.
როგორც თამარ იოვაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, გეგმა რომელზეც ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, არჩევნებამდე დროის სიმცირის გამო ვერ განხორცილდება.
„ეს ეს ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც წინასაარჩევნო დაპირება. იგივე დაპირებებს აძლევენ სხვა პარტიები - „სოციალ–დემოკრატები“, „ქართული ოცნება“, „ქრისტიან–დემოკრატები“ და „ედპ“. ამომრჩევლის საქმეა რომელ პარტიას დაუჯეროს და ვის მისცეს ხმა“ - ნათქვამია განცხადებაში.
იოვაშვილის განმარტებით, 8 წლის განმვალობაში მოქმედმა ხელისუფლებამ დაანგრია საქართველო და უცებ, როდესაც არჩევნებამდე სამი თვე რჩება, ხელისუფლების და მთავრობის პოლიტიკა 180 გრადუსით იცვლება.
მისივე თქმით, დასაქმების სამინისტროს შექმნა და მინისტრად პაატა ტრაპაიძის დანიშვნა, წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლია, რადგან ხელისუფლებას უმუშევრობა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდება.

















