საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ არჩევნებზე ხმა უკვე მისცა.
საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად კობახიძე ვაკის მე-2 ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.
„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართვეობის არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი, ჩვენი თბილისი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ თბილისელს.
ჩვენ ვიცით დაახლოებით რა არჩევანს აკეთებს თითოეული ჩვენგანი. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს.
არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღეც ჩაივლის ასე. თუ თითოეული პარტია, თითოეული საარჩევნო სუბიექტი მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხცისმგებლობით, ბუნებრივია თავიდან იქნება არიდებული ყველა ინციდენტი და ყველაფერი ჩაივლის სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს ამისთვის“- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.

















