საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,
თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ მან რამდენიმე წუთს წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თალაკვაძემ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდა.
„დილიდან საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ- დიდი მადლობა მათ. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭრა და აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტი, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიური და ჩვენ გვექნება მეტი კეთილდღეობა ოჯახებში და ქვეყანში.
არჩვენებს აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მონაწილეობა და კონკურენცია მაღალია. საარჩევნო პროცესი მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში ტარდება“-განაცხადა თალაკვაძემ.

















