საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე
დააფიქირა.
პატრიარქი ხმის მისაცემად კრწამისის მეოთხე საარჩევნო უბანზე მიბრძანდა.
ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ პატრიარქმა საარჩევო კანდიდატები დალოცა.
„ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო“- ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

















