პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.
ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი, აქედან ორი, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის -„მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობის გამოცხადებას ეხება, მესამე კი - ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხია.
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი ბიუჯეტიდან 950 000 ლარით დაფინანსდება. აღნიშნიული თანხა მომდევნო 6 თვეზეა გაწერილი.

















