logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩევნების დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება
არჩევნების დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება
15:40 20.10.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, 21 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 იმუშავებს.

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ (+995 32) 2 40 10 10, რომელთაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სპეციალური ცხელი ხაზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოქმედებდა. არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 71-მა ამომრჩეველმა დარეკა. ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეთაგან განხორციელდა, ვისაც მოქმედი პირადობის მოწმობა არ გააჩნდა.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 2 423 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, მათ შორის, 1 365 478-ზე მეტი პირადობის მოწმობა – უფასოდ ან შეღავათიან ფასად (უფასოდ გაიცა 1 174 614 მოწმობა).
მოქალაქეები სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. ამ მასშტაბურმა ღონისძიებებმა 2017 წლის არჩევნებისთვის 2 672 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, უტყუარი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა.
საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით“-განმარტავენ სერვისების განვითარების სააგენტოში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა