logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების გზაზე პოლონეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების გზაზე პოლონეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი
15:18 20.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს პოლონელ კოლეგას, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მისი თქმით საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და მტკიცდებოდა.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირს, რაც ხორციელდება ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის მხარდაჭერით.

„ღრმად გვწამს, რომ ეს პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენსა და პოლონეთს შორის და ეს მხარდაჭერა, რომელიც არსებობს, ჩვენ კიდევ უფრო ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის ინტეგრაციის კუთხით და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი წევრობა, არის მაქსიმალურად მხარდაჭერილი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოჰყო აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 34%-ით არის გაზრდილი. მინისტრის თქმით ორი ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშროლობის მიმართულებით. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხალხთაშორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისები ხელს უწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ამას კი მოწმობს 20 %-ით გაზრდილი პოლონელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთ-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეაფასა „თბილისის კონფერენციის“ ფორმატი, რომელიც ემსახურება ორ ქვეყანას შორის სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის გაცვლას. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის რიგით მეორე სხდომა გუშინ თბილისში გაიმართა და ინფრასტრუქტურის საკითხებს დაეთმო.

მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავი და ხაზი გაუსვა ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ და პოლონელ დიპლომატებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა