logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს
15:17 20.10.2017
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წლის ევროკავშირის ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 10-11 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის შესახებ.

საქართველოს ელჩმა თავის განცხადებაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტზე და აღნიშნული შეაფასა, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.

საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ.

უწყების ინფორმაციითვე, სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე შუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დადებითად შეაფასა მონაწილეთა მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით დისკუსიების გაგრძელება და აღნიშნა, რომ ხსენებულ განცხადებასთან ერთად უნდა მოხდეს ახალი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა ადგილზე უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ხაზგასმულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ძალის არსებობის პირობებში, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღების საჭიროება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სამხედრო წვრთნების გახშირების თაობაზე, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტსა და გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დაგმო აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ 2 სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერისა და სადემარკაციო ნიშნების აღმართვის ფაქტები და აღნიშნა, რომ ამით იზღუდება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება.

ამასთან, აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა სოფელ ერედვში ქართველი დევნილების სახლების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება.

აშშ-ის წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიების შეჩერებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

უწყების ინფორმაციითვე, აშშ-ს დელეგაციამ აგრეთვე გამოთქვა წუხილი, რომ ვერც ერთ სამუშაო ჯგუფში ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულად განხილვა, მათ შორის ვერც იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის, რადგან მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განხილვები კვლავაც დატოვეს და გავიდნენ დარბაზიდან. თავის განცხადებაში აშშ-მ მოუწოდა მონაწილეებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაკენ, იმისათვის, რომ ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდებზე მოხდეს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის.

შეხვედრაზე აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმების მისაღწევად.

აშშ-მ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა