logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
10:02 20.10.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველო ეფექტურად ახორციელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებით გათვალისწინებულ რეფორმებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან სტანდარტიზაციას გულისხმობს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, რის შედეგადაც, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სტაბილურად იზრდება.

მინისტრმა სხვადსახვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის ბოლო შეფასებით, საქართველო დასახელდა ლიდერად იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც დასავლურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესში არიან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები და საქმიანობა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებს შორის სადაც ორგანიზაცია ოპერირებს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ახალი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში, რაც აღნიშნა ასობით მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტების დაწყებით"- განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ ჯანელიძის ვარაუდით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა გაძლიერდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, რასაც ასევე პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, საქართველომ გააძლიერა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესი და შეუერთდა არაერთ პროგრამას. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ბიზნეს საქმიანობისა და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციებზე რეგიონში და აღნიშნა,რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას.
"ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროპული კომპანიების წვდომაში სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე და პირიქით. ჩვენ დავაჩქარეთ საგზაო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამა, ვაშენებთ ახალ ღრმა წყლოვან საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ვასრულებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს"- განაცხადა მინისტრმა.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე და ამ კუთხით ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა