logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა
მიხეილ ჯანელიძე: უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა
10:01 20.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე და მთავარი პარტნიორია რეგიონში, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალური სტრატეგიაც. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან ტერორიზმის, რედიკალიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების, ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ყურადღბა გაამახვილა ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე, რითიც ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სტაბილურობაში. მინისტრმა ასევე ისუაბრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაწყებულ სტრატეგიულ დიალოგზე უსაფრთხოების საკითხებში, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს იმსჯელონ საერთო გამოწვევებზე.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის ქმედებებზე. მისი განცახდებით რუსეთი ინტენსიურად ახორციელებს თავისი სამხედრო ძალების გაძლიერებას ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც დიდ საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად რეგიონს.

" რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას და ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რაც გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის"-განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის დესტუქციულმა ნაბჯებმა გააუარესა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. მან ისაუბრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა წევრ ქვეყნებს მისიაში დამკვირვებლების სახით მონაწილეობისათვის.
მისი თქმით საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას. " ჩვენი მიზანია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული დღის წესრიგიდან მიღებული სარგებელი. ნათელია, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ევროკავშირის, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მედიატორის თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რათა რუსეთმა მიიღოს მკაფიო გზავნილი, რომ მისი პოლიტიკა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მიუღებელია"- განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა