logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: 90-იანი წლების მერე ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას
მიხეილ ჯანელიძე: 90-იანი წლების მერე ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას
09:59 20.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანალიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროპისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა.


ამის შესახებ ჯანელიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ევროპელ დეპუტატებს საქართველოს განვითარების, ევროპული ინტეგრაციის მიზნების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.


„ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირისადმი ძლიერი ენთუზიაზმით განსმჭვალულ ქვეყნებს შორის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს. ეს განსაკუთრებული ნდობა ევროპისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართ არ შენელებულა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სწორედ ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოსა და მისი ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ძირითად მამოძრავებლ ძალას. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია სწორედ ქვეყნის ევროპული სწრაფვისა და ამ სულისკვეთების ხარჯზე განხორციელებული რეფორმების ძალისხმევის შედეგია"- განაცხადა ჯანელიძემ.


მისი განცხადებით ბოლო 3 წლის განმალობაში საქართველომ განახორციელა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, ეს გახლავთ აცოსოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანება და სხვა, რამაც მინისტრის განცხადებით უკვე განაპირობა პოზიტიური ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპარლამენტში სიტყვით ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების შემდგომ მინისტრმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა