logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი ბათუმში საკრუიზო გემებით ნახევარი მილიონი მდიდარი ტურისტის შემოსვლას ელოდება
პრეზიდენტი ბათუმში საკრუიზო გემებით ნახევარი მილიონი მდიდარი ტურისტის შემოსვლას ელოდება
18:34 03.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალი პორტის მეშვეობით, საკრუიზო გემებით ნახევარი მილიონი მდიდარი ტურისტის შემოსვლას ელოდება.  ამის შესახებ მან დღეს ბათუმში სასტუმროს გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი პორტი შავ ზღვაზე არცერთ ქვეყანაში არ არის და ის მხოლოდ საქართველოში იქნება.
„ამიტომ, ეს იქნება მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი, სადაც ნახევარი მილიონი მდიდარი, მხარჯველი ტურისტი ჩამოვა“ - განმარტა სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ყველაფერი ქართველების გაკეთებულია.
„ადრე ქვაფენილი თურქეთიდან შემოგვქონდა, ახლა კი - ქობულეთში ამუშავდება ქარხანა და ყველაფერი აქ დამზადდება. ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ ხალხს განვითარების მოთხოვნა გაუჩნდეს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როცა ქალაქის შიდა ქუჩებზე ქვაფენილი დაიგება, წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდება და განათება გაკეთდება, კერძო სექტორსაც გაუჩნდება შესაძლებლობა არნახული ტურისტული ბუმით ისარგებლოს.
„სხვანაირად პირიქით, უფრო დაზარალდებიან, თუ შემოსავლები თვითონაც არ მიიღეს, თუ მათი შვილები არ დასაქმდნენ და პატარ-პატარა ბიზნესი არ წამოიწყეს“ - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხი დაზარალებული რომ არ აღმოჩნდეს, დიდი ტურისტული გარღვევის, ბუმის და წარმატების შედეგებით ყველამ უნდა ისარგებლოს.
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის მაგალითად სამშენებლო კომპანია „ორბი“ დაასახელა და აღნიშნა, რომ როდესაც მან ბათუმში პირველი 4-სართულიანი შენობა ააშენა, მისი სახელი არავინ იცოდა, დღეს კი, „ორბი“ 35-სართულიან შენობებს აშენებს.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ადგილობრივი ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში ბუტიკის ტიპის ახალი 30-ნომრიანი სასტუმრო "World Batumi" გახსნა. გრიბოედოვისა და გორგსლის ქუჩების გადაკვეთაზე კი, 14-სართულიანი სასტუმრო "აისი" აშენდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის 38 ნომერია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა