logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
17:10 19.10.2017
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის ყველაფერს აკეთებს.
ამის შესახებ კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა თავიდანვე იყო სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ეს მიზანი იქნება რეალიზებული. ამისათვის ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეკითხვები არ ჰქონია.
„თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც მან შეაფასა წინასაარჩევნო გარემო როგორც თავისუფალი და თანაბარი. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეც იქნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში და ამისათვის საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“ - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მაჩვენებლებით გაუმჯობესდა არსებული საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით.
„აქცენტი გავაკეთეთ იმ პოზიტიურ მხარეებზე, რითიც გაუმჯობესდა წლევანდელი საარჩევნო გარემო გასული პერიოდის საარჩევნო გარემოსთან შედარებით. კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. იყო სულ რამოდენიმე შეკითხვა. ერთ-ერთი მაგალითად შეეხებოდა იმას, თუ ამომრჩეველთა რამდენი პროცენტის მოსვლას ველოდებით არჩევნებზე, იყო ასევე ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვები“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დღეს დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო გარემო განიხილეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა