გაეროს კოორდინატორისა და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმი წარმომადგენელის საქართველოში
ნილს სკოტის განცხადებით, მედია მონიტორინგის თანახმად, უკანასკნელ წლებში საქართველოში არჩევნებთან მიმართებაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
აღნიშნულის შესახებ მან მედიასაშუალებებში არჩევნების გაშუქების მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაციამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით ჩავატარეთ წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში. მონიტორინგს ვატარებთ, რადგან თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია.
მედია მონიტორინგის თანახმად, უკანასკნელ წლებში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია თუმცა, ვწუხვარ, რომ ქართულ მედიაში სიძულვილის ენის არსებობა მაინც შეინიშნება.
მეორე საკითხი რაც არის მედია საკითხში, ანალიტიკის ნაკლებობაა. ველოდებით, რომ კანდიდატებს შორის უფრო მეტი დებატი გაიმართება “- განაცხადა ნილს სკოტმა.

















