logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი
პრემიერი: მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი
11:11 19.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წინასაარჩევნო გარემო და კამპანია შეაფასა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა.

„ მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება.
სწორედ ამიტომ, მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას - ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, ჩვენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოს, ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე.
ასევე, მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ამაშია ის დიდი განსხვავება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია ჩვენი მოსახლეობის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში“-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდა, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი.

„ასევე, მინდა, განსაკუთრებით მოვუწოდო სამართალდამცავებს და პოლიციას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი, რათა არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით.
კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, გატარებული ცვლილებების შედეგად, თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი; სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება“-აღნიშნა პრემიერმა საკითხზე კომენტირებისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა