logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ლიტველი ევროპარლამენტარი: ბედნიერი ვარ საქართველოს მიღწევებით
ლიტველი ევროპარლამენტარი: ბედნიერი ვარ საქართველოს მიღწევებით
09:47 19.10.2017
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს“ - განაცხადა ლაიმა ანდრიკიენესმა.

სწორედ აღნიშნული ევროპარლამენტარია ინიციატორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციებისა, რომელსაც კენჭი უყარა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და რომლის განხილვაც ევროპარლამენტის სესიაზე უახლოეს პერიოდში მოხდება.

ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები საქართველოსთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა დათავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ევროპარლამენტი მხარს უჭერს მეტი შესაძლებლობების ახსნას ისეთი ქვეყნებისთვის,როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ესაა ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა უნდა მისცეს ახალი დინამიზმი თანამშრომლობას და მოგვცეს მომავლის პოლიტიკური ხედვა“ - განაცხადა ევროპარლამეტარმა.

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის ცალკეულ ინიციატივებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აისახა ევროპარლამენტისრეკომენდაციებში „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის სახით და განაცხადა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები, რაც წარმოდგენილია რეკომენდაციებში ხელს შეუწყობ სასოცირებული ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ იმპლემენტაციას, „ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა შედეგისმიღწევა სწრაფად მოხდება“-დასძინა ევროპარლამენტარმა.

საქართველოს ვიცე-პრეიმერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც 18-19 ოქტომბერს შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა