საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე
მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

















