logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე
17:37 18.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც გამოიხატება ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით ევროპარლამენტის მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა, როგორიც არის იგივე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისმიერ გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება, რომელიც მიღებულ იქნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დიდი უმრავლესობით. ეს მოხსენება ასახავს ყველა იმ ხედვას, რომელიც უკავშირდება საქართველოს მომავალს, კონკრეტულ ინსტრუმენტებს, სექტორალურ თანამშრომლობას, ნაბიჯებს რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკულად ხელს შეუწყობს საქართელოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“-განაცახდა მინისტრმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მხარდაჭერლი იქნება ევროპარლამენტის ნოემბრის სესიაზე, რადგან საქართველოს აქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. მისი განცხადებით, ცალსახაა საქართველოს და იმ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭრა, ვინც დაინტერესებულია მეტი ნაბიჯი გადადგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მეტი ამბიცია, როგორც პოლიტიკური ასევე სექტორალური და ეკონომიკური ინტეგრაციის. ჩვენ ვართ წარმატებული ამ გზაზე და რათქმა უნდა ევროპარლამენტის მხრიდან არსებული ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მეტის მიღწევას. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს - ეს აღიარებულია ასოცირების შეთანხმებით, სადაც ცალსახად ხაზგასმულია საქრთველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფება. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, რომელსაც რეფორმების შედეგად აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ყველანაირი პერსეპქტივა იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები სამომავლო მიზნისკენ, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც დაეხმარება ამ გზაზე წარმატების მისაღწევად“-განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა