logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: “აღმოსავლეთ პარტნირობის" სამიტთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციებით პარლამენტმა გამოხატა საკუთარი პოლიტიკური ნება
ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: “აღმოსავლეთ პარტნირობის" სამიტთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციებით პარლამენტმა გამოხატა საკუთარი პოლიტიკური ნება
17:30 18.10.2017
„როდესაც არსებობს მზაობა, შესაძლებლობაც სწორედ მაშინ ჩნდება. ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა. ამ შემთხვევაში ის მზად იქნება ყველა შემხვედრი შესაძლებლობის მისაღებად“ - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სანდრა კალიენტე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის მიზნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს განსაზღვრავს.

„რეკომენდაციების მიხედვით, პარლამენტი უფრო შორს მიდის, ვიდრე საბჭო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, წინადადებები პარტნიორობისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ასევე შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებულია საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მთავარია, რომ სამივე ევროპულ ინსტიტუტს: საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას შორის რეგულარული კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, პარლამენტის მიერ მომზადებულ წინადადებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ იმპლემენტაციის პროცესი დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა.“ - განაცხადა სანდრა კალიენტემ.

ვიცე-პრეზიდენტმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს, კიევში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით, ასოცირებული ქვეყნებისთვის.
„ეს იქნება განსაკუთრებული ფორმატის დიალოგი, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებს ვთავაზობთ“ - აღნიშნა სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა.

როგორც სანდრა კალიენტემ აღნიშნა, საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ ღირებულებებს მიაქციოს, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობა, მედიის თავისუფლება და ა.შ. „დემოკრატია განსხვავებული მოსაზრებებისგან შედგება და პოლიტიკური სიმწიფე სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შესძლებენ ხელისუფლებაში მყოფი პირები განსხვავებულ აზრებს შორის ბალანსის პოვნას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა.

საქართველოს ვიცე-პრემეირი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელს 18-19 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის მოხსენება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა