logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპარლამენტარი:საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ევროპარლამენტარი:საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
16:49 18.10.2017
ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარის ქლერ მუდის (სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი) შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებით, რაც მას ლიდერს ხდის "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ევროპარლამენტში და აღნიშნა საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებშიც აისახა.

„მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ის პუნქტები, სადაც საუბარია ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სადაც პროგრესი შეინიშნება. საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ჩვენს მხარს ვუჭერთ ამ პროგრეს, რომელიც მიღწეული იქნა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დემოკრატიზაციის, სასამრთლო რეფორმის ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს მომავალშიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ,"-აღნიშნა კლერ მუდმა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ მიღებული რეკომენდაციები ხაზს უსვამს ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობას "აღმოსავლეთ პარტნიორების" ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან.

საქართველოს ვიცე-პრემეირი , საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. ბრუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა