logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია იგეგმება
კახა კალაძე: მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია იგეგმება
15:21 18.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, საზოგადოება ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მერია ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე ეფექტიანად ზრუნავდეს, მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ემსახურებოდეს. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტიანი სისტემების დანერგვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია, კოორდინაციის გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდაა.

„მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი და ურბანული პოლიტიკის გაძლიერება. ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ურბანული პოლიტიკა და რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება. ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და გვინდა, ეს ცალკე სამსახურად ჩამოვაყალიბოთ. შესაბამისად, გვექნება სამსახური, რომელიც ურნაბული განვითარების პოლიტიკას გაატარებს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, მოხდება ასევე, ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურების ოპტიმიზაცია, მერიის სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანობის ზრდა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვით პოლიტიკასა და ბიუჯეტის შესრულების გაძლიერებულ მონიტორინგს.

„მერიის მომსახურება ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24 საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ასევე, ონლაინ სისტემების დანერგვა იქნება, რომლის განხორციელებაც ძალიან მნიშვნელოვანია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა