თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს 200 კაციანი დელეგაცია და „აი არ აის“
დამკვირვებლები დააკვირდებიან. დელეგაციის წევრები უკვე თბილისში იმყოფებიან.
ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენლის განცხადებით, ანგარიშის წარდგენა სავარაუდოდ, არჩევნებიდან მეორე დღესვე მოხდება.
„საქართველოში მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოვედი. დელეგაციის წევრები ეუთოს პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ჩვენი მისია არჩევნების დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებაა. ესენია საარჩევნო უბნების გახსნა, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი. ვფიქრობ, ეუთო ჩვენი დაკვირვებების შედეგებს საზოგადოებას კვირას წარუდგენს,“-განაცხადა ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენელმა ბრიგიდ აივამ.

















