სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
2017 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშს აქვეყნებს, სადაც პარტიების შემოწირულობაზეა საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან დღემდე ჯამურად 12,998,651.16 ლარის შემოწირულებაა მიიღებული.
კერძოდ:
„ქართული ოცნება“ 11,640,441.00ლარილარი
„ევროპული საქართველო“ 931,083.95ლარი
„ნაციონალური მოძრაობა“ 108,149.21ლარი
პატრიოტთა ალიანსი“ 63,142.00ლარი
„ახალი საქართველო“ 35,100.00ლარი
„დემოკრატიული მოძრაობა“ 31,486.00ლარი
დომენტი სიჭინავა 50,150.00ლარი
ალექსანდრე ელისაშვილი 31,431.00ლარი
გულო ზუმბაძე 15,500.00ლარი
სხვა საარჩევნო სუბიექტები 92,168.00 ლარი
შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა მოთხოვნა 544
ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში
მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით. ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“. პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი.

















