პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ქართული ჯარის რიცხოვნობის შემცირების მომხრე არ არის.
როგორც მერაბიშვილმა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ შეხვედრისას აღნიშნა,
სახელმწიფო ვერ იტყვის უარს საყოველთაო გაწვევაზე, რადგან მხოლოდ მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარით საქართველო ვერ გაუმკლავდება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„საჭიროა რეზერვის და იმ ადამიანების ბაზის არსებობა, რომლებიც ომის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, სათანადო მომზადებით უპასუხებენ არსებულ გამოწვევებს“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

















