სოფელ მუხრანში (ეკლესიის გალავანთან) პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" მცხეთის მერობის კანდიდატისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები-შოთა ხაბარელი და ლერი ხაბელოვი, ცნობილი სპორტსმენები- ზურა ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი დაესწრებიან.
ღონისძიების დასაწყისში გაიმართება კონცერტი ანსამბლ "ფორტეს", მსახიობების-პაატა გულიაშვილის და ტრისტან სალარიძის მონაწილეობით.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

















