ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მთავრობის ახალ შემადგენლობას პროტესტის ნიშნად არ შეხვდა.
ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარის კარლო კოპალიანის თქმით, „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არც ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან და არც მინისტრების დამტკიცებაში მიიღებენ მონაწილეობას.
„მთავრობაში დამღუპველი ცვლილებები განხორციელდა და პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე კრიმინალები დანიშნა. ასეთ სიტუაციაში დიალოგი სოციალურ, ეკონომიკურ და განათლების საკითხებზე აზრს კარგავს. ორ დღეში დაწერილ 7 გვერდიანი პროგრამის განხილვაში ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ ფრაქციებთან ერთად არ იკეკლუცებს“ - აღნიშნა კოპალიანმა.
მინისტრთა ახალი კაბინეტის შეხვედრა „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებთან 16:00 საათზე იყო დაგეგმილი.

















