logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება
კახა კალაძე: ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება
15:49 16.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ქართული სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებს შეხვდა.
კალაძის განცხადებით, მათთან ერთად დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისთვის მომავალში კიდევ უფრო ბევრი რამ გაკეთდება.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა კალაძემ.



მისივე თქმით, სახელოვანი სპორტსმენების ჩართულობა და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციაში.
„მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის და მხარდაჭერის იმედი. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი, რადგან ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და დედაქალაქის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ამ საქმეში“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტსმენებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. შეხვედრას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა.
„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი ერთ-ერთი სპორტული ქალაქიც გახდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ კახა წარმატებული მერი იქნება, რადგან ის წარმატებული იყო ყველა სფეროში და ამას მიაღწია თავდაუზოგავი შრომით, ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულით, უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო ქვეყნის სამსახურში, ერთგული ადამიანია და ამ თვისებებით ის შეძლებს, რომ საქართველოს ისტორიაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი იყოს“ - განაცხადა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.
კახა კალაძის პროგრამულმა ხედვამ სპორტსმენების მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
„პროგრამა შესანიშნავია. მისი მესამედიც რომ განხორციელდეს, ეს იქნება ბრწყინვალე. ყველაფერი გათვლილია და ბატონი კახას ენერგიიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ის მერობის ღირსეული კანდიდატია და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საარჩევნო რბოლას გამარჯვებით დაასრულებს. მე ვერ ვხედავ უბრალოდ მის კონკურენტს. ვფიქრობ, რომ მართლაც შთამბეჭდავია ეს პროგრამა“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა.
„კახა რეალისტი კაცია და რეალურად აქვს შეფასებული რამდენად საპასუხისმგებლო პოსტზე უნდა ავირჩიოთ. ის სიტყვის კაცია და ჩვენც გვერდით დავუდგებით, რომ ეს წარმოდგენილი გეგმა შეასრულოს“ - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა