ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას შეფასებით, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ შეცდომის აღიარებაა, რასაც წლების განმავლობაში უშვებდა.
ამის შესახებ დავითაიამ დღეს, ფრაქციაში მერაბიშვილის მიერ სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ვანო მერაბიშვილს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ შემუშავებული დასაქმების პროგრამა გადასცა და დასძინა, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის იმედი არ აქვთ, შესაბამისად, პროგრამის შენახვას არ აპირებენ.
ფრაქციის თავმჯდომარემ გია თორთლაძემ კი, მერაბიშვილს განუცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ბანკების მხრიდან შეღავათიანი კრედიტები უნდა გაიცეს.

















