logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცესკოში ეთიკის კოდექსს მოეწერა ხელი
ცესკოში ეთიკის კოდექსს მოეწერა ხელი
14:47 14.10.2017
ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

„დღეს, არჩევნებამდე ზუსტად 7 დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაციის, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ერთდროულად მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს. ეს ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ ჩვენს საქმიანობაში ის პრინციპები, რასაც ეს კოდექსი აღიარებს. ეს არის კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომ ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ და ჩვენი საქმიანობა იყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი. ვთვლი, რომ ამ პრინციპების გაზიარებას, გათავისებას და პრაქტიკაში გატარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საარჩევნო ადმინისტრაცია წლებია უკვე სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეთიკურად და მაღალპროფესიულად ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვაპირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა